ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ – საკანონმდებლო ცვლილებები 

21:27, 16.02.2026

ახალი სადავო საკანონმდებლო ინიციატივა. ქვეყნის კონსტიტუციური წყობის და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატურად არაღიარება და შესაბამისი მოწოდებები სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან სამ წლამდეპ ატიმრობა – სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის დამატება პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. თუ ცვლილება დამტკიცდება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს იმ შემთხვევაშიც, თუ ის საკუთარ თავს ან სხვას სისტემატიურად ხელისუფლების წარმომადგენლად წარმოაჩენს, სისხლის სამართლის წესით ხდება დასჯადი ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნის და სახელმწიფო უწყებებისადმი დაუმორჩილებლობის ხშირი მოწოდებები. ის, რაც კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ექსტრემიზმთან ბრძოლაა მმართველი გუნდისთვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად ფასდება ოპონენტი პოლიტიკური ძალების მხრიდან. შენიშვნები აქვს სახალხო დამცველსაც, რომელიც დავის საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებას არ გამორიცხავს.

მსგავსი