ჯარიმები გარემოს დაბინძურებაზე

ჰაერის დაბინძურებაზე მონიტორინგი მკაცრდება.

უფრო ინტენსიურად გაკონტროლდება ის ქმედებები, რომლებიც ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას უწყობს ხელს. მათ შორისაა ფოთლების დაწვა და ტრანსპორტის გამონაბოლქვი, რაც მთავარ გამოწვევად რჩება. არაერთი რეგულაციის დაწესების მიუხედავად, ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვია, რის გამოც მონიტორინგის გააქტიურება გადაწყდა. გაიზრდება იმ ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც გამონაბოლქვის მაჩვენებელს ქუჩაშივე ზომავენ. დარღვევების შემთხვევაში მძღოლებს ჯარიმები ეკისრებათ. არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს შემოდგომის სეზონზე ფოთლების დაწვით წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებები, რაზედაც შესაბამის უწყებებში მიმართვიანობა გაზრდილია.