სტატია ამერიკულ გამოცემაში - შეფასება

გამოცემა „ვაშინგტონ ფრი ბიკონი“ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს, სტატიის თანახმად, 21 მაისს, ჰადსონის ინსტიტუტში გამართული გამოსვლების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკა, რომელიც ოდესღაც აშშ-ის ძლიერი მოკავშირე იყო, ირანის კლიენტ სახელმწიფოდ გადაიქცა. მასალის მიხედვით, ალიანსების ამ დრამატულმა ცვლილებამ თეირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს საშუალება მისცა, ტერორის გასაღვივებლად ქართული სადაზვერვო აქტივისტები დაექირავებინა, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება ევროპასა და ამერიკაშიც კი.

„ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოპოზიციონერი კანდელაკი ანტიქართულ ბრალდებებს აჟღერებს, თუმცა მტკიცებულებები არც კვლევაში და არც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია თანდართული“. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კვლევის და სტატიის მიზანი საქართველოსთვის ზიანის მიყენებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენელი „ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორია, ამავე ინსტიტუტის უფროს-მეცნიერ ლუკ კოფთან ერთად. აღნიშნული კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო სტატიას, 3 მარტს გამოქვეყნდა.