ოპოზიციის ამოცანა და პოლიტიკური რეალობა 

31 მარტის მსგავსად, 26 მაისს გაჟღერებულმა გზავნილებმა ოპოზიციური ფლანგის ნაწილი უკმაყოფილო დატოვა.

წინასწარი მოლოდინი არ გამართლდა – სალომე ზურაბიშვილის მიერ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში წარდგენილი სამოქმედო სტრატეგია ცალკეული პოლიტიკური აქტორებისთვის მიუღებელია. ყოფილ პრეზიდენტს ხელისუფლების ცვლილების გზად პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა ესახება. ოპოზიციის ნაწილისთვის გუშინ მოსმენილი გეგმა არამკაფიო და ბუნდოვანი აღმოჩნდა. მწვავე კრიტიკით განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „ახალის“ ლიდერები გამოირჩევიან, რომლებიც ხელისუფლების შეცვლამდე არჩევნებში მონაწილეობას მმართველ გუნდთან მოკავშირეობად მიიჩნევენ. შეთავაზებული სტრატეგია დაიწუნა პაატა ბურჭულაძემაც, რომელსაც ალტერნატიული ოპოზიციური ფორმატი აქვს შექმნილი. თუმცა გაჟღერდა საპირისპირო მოსაზრებებიც იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ექს-პრეზიდენტის მიერ შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმაში აქტიურად არიან ჩართულები. ალტერნატიული ფორმატები და სულ უფრო გამკაცრებული ტონი სალომე ზურაბიშვილის მისამართით, რომელსაც თვეების წინ მთელი ოპოზიციური სპექტრი პროტესტის ლიდერად და ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევდა.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, მოახერხებს თუ არა არშემდგარი ერთობის ფონზე ოპოზიცია ერთიანი სამოქმედო ტაქტიკის გარშემო გაერთიანებას.