განაჩენი 4 ოქტომბრის ვერშემდგარი დამხობის საქმეზე

21:28, 07.05.2026

4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენების ორგანიზატორი პოლიტიკოსები და ძალადობრივი პროცესების მონაწილე აქტივისტები სასამართლომ  წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ სცნო. ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს მოსამართლემ შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში ხუთ-ხუთი წლის გატარება მოუწევთ საქმის სხვა ფიგურანტებს, ძებნილ ირაკლი შაიშმელაშვილს კი ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-ხელმძღვანელობა-მონაწილეობა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება – პროკურატურა დაკავებულებს რადენიმე მუხლით ედავებოდა, თუმცა არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მაკა ლაშხია ესწრებოდა რეზონანსული საქმის ბოლო სასამართლო სხდომას, რომელიც მხარეთა პოზიციებით და პოლიტიკური შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

მსგავსი