უთანხმოება ოპოზიციაში
ოპოზიციურ ალიანსში არსებული უთანხმოება 26 მაისის შემდეგაც აქტიურად გრძელდება. თუ მანამდე დაპირისპირების მიზეზი დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი პროტესტის ფორმები იყო, ახლა უთანხმოებას ალიანსის სლოგანი და სამოქმედო გეგმა იწვევს.
პერმანენტული თავდასხმების ავტორი ისევ ექს-პრეზიდენტია, თუმცა „ფეისბუქ“-სტატუსებით ბრძოლა, დღეს ახალ ეტაპზე გადავიდა. ექს-პრეზიდენტს მწვავე კრიტიკით საპატიმროდანვე უპასუხეს. დუმილს არღვევს ნიკა მელია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მის წინააღმდეგ მოქმედებაში არაერთხელ ამხილა. ვრცელ წერილში მელია სააკაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მთავარ მოღალატედ აცხადებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, 2021 წელს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და ოპოზიციური ერთობის ფერფლად ქცევას ექს-პრეზიდენტის ეჭვიანობას უკავშირებს. პირდაპირ აცხადებს იმასაც, რომ სააკაშვილი მხარდამჭერებს კარგავს და პირადი ეგოიზმით შეპყრობილი, ყალბი ბრალდებებით, ალიანსის წევრებს თავს ესხმის. ყოფილ პრეზიდენტს პასუხი ერთობის სხვა წევრებმაც დაუბრუნეს და მისთვის მოსაწონი გეგმის შემუშავება, მისსავე დაფუძნებულ პარტიაში ურჩიეს.
ვის როგორ ესახება ხელისუფლების ცვლილების სტრატეგია და როგორ აფასებს მმართველი გუნდი მუდმივ უთანხმოებაში მყოფი ალიანსის გეგმებს – თათია ტაბეშაძე მუშაობდა თემაზე.