დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში

15:11, 30.05.2026

ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება გრძელდება – ეპიცენტრი კვლავ მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რომელსაც ამჯერად საპატიმროდანაც უპასუხეს. ნიკა მელია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მის წინააღმდეგ მოქმედებაში არაერთხელ ამხილა, ვრცელ წერილში ექს-პრზიდენტს ცილისწამებაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, 2021 წელს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და ოპოზიციური ერთობის ჩამოშლას სწორედ ექს-პრეზიდენტის ეჭვიანობას უკავშირებს. მელიას განცხადებით, სააკაშვილი ეგოიზმით შეპყრობილია და ალიანსის წევრებს თავს ესხმის.

მსგავსი