ურთიერთბრალდებები დაანონსებული აქციის წინ

21:20, 09.05.2026

ცხრა ოპოზიციური პარტიის მიერ დაანონსებული „ერთობა – ერთად გამარჯვებისთვის“ დღითიდღე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მიზეზი ისევ დაპირისპირებაა. პატიმარი სააკაშვილი ალიანსის წევრებს ციხიდან პოლიტიკურ დარიგებებს უგზავნის და მათი მოქმედების სტრატეგიას ყოველ ჯერზე მწვავედ აკრიტიკებს. „ოპოზიციონერობა სარფიან თვითდასაქმებად გადაიქცა“ – ასე ჩანს რუსთავის ციხიდან ოპოზიციის ნაწილის პოლიტიკური აქტივობები. „კუტოკებს“ მიღმა გასვლა და ფართო ადამიანური ქსელის შექმნა“ – ასეთია სააკაშვილის დავალება.

მისი დაფუძნებული პარტია ლიდერის მითითების შესრულებას რომ ცდილობს, მათი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიდანაც ცხადია. „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის ორგანიზებულ შეხვედრებს ხშირად არ ესწრება. დაპირისპირებას უარყოფენ ოპოზიციურ გაერთიანებაში, „ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს, ის ალიანსის მიღმა აყენებს თავს და თვითმარგინალიზაციას ეწევა“ – ასეთია, როგორც თავად უწოდებს,- ,„ბელადისთვის“ „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი.

ცხრა პარტიის ალიანსი, თუ ერთობას მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – დაანონსებულ აქციამდე ცოტა ხნით ადრე ამ კითხვაზე პასუხი, ჯერ ისევ სადავოა.

მსგავსი