ოპოზიციური „კარდაკარი“ და სააკაშვილის რევოლუციური სცენარი

21:42, 14.05.2026

ახალი მოწოდება ციხიდან რევოლუციისთვის მზადებისკენ – ოპოზიციური ალიანსის სამოქმედო სტრატეგიით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილი გაერთიანების წევრებს მორიგ დირექტივას აძლევს.

მოსამზადებელია წინააღმდეგობის მოძრაობა სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით – ასეთია ექს-პრეზიდენტის გზავნილი, რომელშიც პარალელებს „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნის პერიოდთან ავლებს და 2023 წლის რევოლუციის გამომწვევ გარემოებებს იხსენებს. თუმცა მისი ხედვა ალიანსის წევრი დანარჩენი პოლიტიკური ძალების გეგმებთან თანხვედრაში არაა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ირიბ კრიტიკაში და გარკვეულ მინიშნებით განცხადებებშიც ჩანს. ყოფილი მმართველი პარტია თითქმის არ ჩნდება იმ შეხვედრებზე, რომლებიც ალიანსის მიერ დაანონსებული 26 მაისის დიდი საპროტესტო შეკრების წინ ამომრჩევლების მობილიზების მიზნით იმართება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეგიონების შემდეგ თბილისში „კარდაკარის“ პრინციპით მიმდინარე შეხვედრებზეც არ ჩანან. ამიტომ ჩნდება შეკითხვა – შიდა დაპირისპირებისა და გასხვავებული ხედვების ფონზე, რა მიზანი აქვს დამოუკიდებლობის დღეს დაანონსებულ აქციას და რამდენად მოახერხებს ცხრა პოლიტიკური ძალისგან ფორმირებული გაერთიანება ელექტორატის მობილიზებას.

მსგავსი