მელია VS სააკაშვილი – დაპირისპირება „ოპოზიციურ ალიანსში“

21:05, 30.05.2026

მარათონი ხატოვან გამონათქვამებში, სტილისტიკაში, ლიტერატურულ პარალელებში, წაკითხულის გააზრებასა და კრიტიკულ აზროვნებაში – ეს ლიტერატურული კონკურსი არ გეგონოთ, ოპოზიციური ალიანსის მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც პატიმარმა სააკაშვილმა ასევე პატიმარ ნიკა მელიას პოლიტიკური ცოდვები გაუხსენა. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი საკუთარი თავით არაჯანსაღ ტრფობაშია.

ოპოზიციის ნაწილი, ვინც ყოფილი პრეზიდენტის პათოსს არ იზიარებს, დარწმუნებულია, რომ ძალაუფლების ილუზია ითხოვს პატივისცემას და გულწრფელად სჯერა, რომ პოლიტიკური სტატუსიც, გავლენაც და უსიტყვო მორჩილებაც ისევ მას ეკუთვნის. ეს ის საკითხია, რომელიც ყოველთვის იყო მის დაფუძნებულ პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებებში განხეთქილების მიზეზი. ახლა ზოგი ფიქრობს, ზოგი გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება, ზოგიც კი პასუხსა და პასუხისმგებლობას ითხოვს ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილების შეტანის გამო.

მსგავსი