ოპოზიციის 26 მაისი 

ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს საპროტესტო შეკრებით აღნიშნავს ოპოზიციური ალიანსი.

ორთვიანი სამზადისის შემდეგ ცხრა პოლიტიკური ძალისგან ფორმირებული ერთობა მხარდამჭერებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრა და რამდენიმე წუთის წინ ფეხით მსვლელობით პარლამენტთან მივიდა. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები. მარშს შეუერთდა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ორგანიზატორების გზავნილია, რომ დღევანდელი აქციით პროტესტი ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს. დღის განმავლობაში იყო რამდენიმე ექსცესი – ოპოზიციური ალიანსის ლიდერები პარლამენტის წინ სცენისთვის ტექნიკის და აპარატურის მიტანას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციიის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელმაც განმარტა, რომ პირველი წერილის დახარვეზების შემდეგ შსს-ს ორგანიზატორებმა ახალი განცხადებით გუშინ მიმართეს, უწყებას კი მის განსახილველად ხუთდღიანი ვადა აქვს. შესაბამისად, სამინისტრომ ოპოზიციურ ალიანსს სცენის და აპარატურის დამონტაჟების უფლება არ მისცა.

უარს ორგანიზატორების პროტესტი მოჰყვა.