ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია – შეფასებები

18:34, 13.05.2026

ოპოზიციური ალიანსი 26 მაისს დაგეგმილი აქციისთვის ემზადება. რამდენიმე დღეა ალიანსის წევრები, თბილისში მოქალაქეებს კარდაკარ პრინციპით ხვდებიან, თუმცა ამ პროცესში კვლავ არ არის ჩართული „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ შესაძლოა ისინი ალიანსის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებას არ უერთდებიან, თუმცა ალიანსში რჩებიან და შეუერთდებიან 26 მაისის აქციას. დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციური ალიანსის მიერ აქციის დაგეგმვა კრიტიკულად ფასდება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ალიანსის მიერ ჩატარებული კარდაკარი, თუ დაგეგმილი აქცია, მორიგი წარუმატებლობისთვისაა განწირული.

მსგავსი