ოპოზიციურ ალიანსში კვლავ დაპირისპირებაა. სატელევიზიო ეთერებისა თუ სოციალური ქსელის მეშვეობით, ერთი მიზნისთვის გაერთიანებულები ერთმანეთის მისამართით კრიტიკას არ იშურებენ. უთანხმოების მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა, ძირითადად განხილვის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შესაძლებლობები და მისი როლია. დავის საგანია მათ შორის ის საკითხიც, თუ რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ რომელს წაართვა მხარდამჭერები. საუბარია პარტია „ახალისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებზე. აღნიშნული დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ საზოგადოებამ ოპოზიციის რეალური სახე კიდევ ერთხელ დაინახა.