ბიუჯეტი 2022

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

ბიუჯეტის პრიორიტეტი არის სოციალური მიმართულება. გადამუშავებული პროექტში წინა ვერსიასთან შედარებით შემოსულობა გაზრდილია 342 მილიონი ლარით და 19  მილიარდ ლარს შეადგენს. ასევე გაზრდილია ხარჯვითი ნაწილი 396 მილიონი ლარით 18 მილიარდ 840 მილიონ ლარამდე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში გათვალისწინებულია პარლამენტში გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების ნაწილი, პირველად ვერსიასთან შედარებით ცვლილებებია ხარჯვით ნაწილშიც, მთელ რიგ მხარჯავ სუბიექტებს დაფინანსება ეზრდებათ. კერძოდ, საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის ყოველთვიური სოციალური გასაცემელი იზრდება 100 ლარამდე, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების / ექთნების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. გარდა მასწავლებლის ხელფასებისა, გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ასევე 10 %-იანი ზრდა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ეს პროექტი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი