ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 მილიონ 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს, რომლის ფარგლებშიც ათეულობით კომპანია დააფუძნეს და 2021–2024 წლებში სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების დაახლოებით 130 000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია. სასჯელი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.