ლარი 30 წლისაა - საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

30 წელი ლარის დაბადებიდან. 1995 წელს ლარი ერთადერთი ეროვნული ვალუტა გახდა და მიმოქცევაში გაეშვა. ისტორიულ თარიღს ქვეყანა საერთაშორისო კონფერენციით აღნიშნავს.

30-მდე ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ექსპერტები გლობალურ ფინანსურ გამოწვევებს და სავალუტო ბაზარზე არსებულ ვითარებას განიხილავდნენ. ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართულ სავალუტო ბაზარზე შექმნილი სიტუაცია, პერიოდულად რყევები და ლარის როლი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს – რა ტენდენციებია ამ მხრივ მოსალოდნელი და როგორია უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციები – მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟი #მოამბე