ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება

12:30, 02.02.2026

რუსთავში ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია გრძელდება. ლერმონტოვის ქუჩის მეხუთე კორპუსში სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო, ხოლო დასრულება მიმდინარე წლის ივნისშია დაგეგმილი. პროექტით ავარიული ნაწილის დემონტაჟი მოხდება და ახალი კონსტრუქცია მოეწყობა, ფასადი კი სრულად განახლდება. სამუშაოების ღირებულება 800 ათას ლარზე მეტს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია პირველ ეტაპზე 17 კორპუსშია დაგეგმილი.

მსგავსი