საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე და მიხეილ სააკაშვილის ბრალდების კიდევ ერთი ეპიზოდი. მხარეები დასკვნითი სიტყვების ეტაპზე არიან, თუმცა სააკაშვილის ადვოკატმა პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა. სხდომას არ ერთვება თავად ბრალდებული. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პროცესის დაწყებამდე განაცხადეს, რომ პროცესზე დასწრების უფლებას მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ და მიზეზები უცნობია.
შეგახსენებთ, პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან, 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 მილიონ 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.