ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა 

12:13, 10.10.2025

 დილიდან საკანონმდებლო ორგანოში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტს თავდაცვის, კულტურის, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს აცნობს, ამის შემდეგ კი „ხალხის ძალისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურ ჯგუფებს წარუდგენს.

2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდას ითვალისწინებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ზრდის პროგნოზი 5,3%-ია. ნომინალური 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35 მილიარდ ლარზე მეტია. პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურა. ასევე დაგეგმილია პენსიების ზრდა და საჯარო სექტორში კი ხელფასების მატება.

მსგავსი