გამოვლენილია მორიგი კორუფციული სქემა – თითქმის ნახევარ მილიონამდე ლარის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება გამოყენების ფაქტებზე, სუს-მა ორი პირი დააკავა.
საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხაზე, რომელიც გამოძიების თანახმად შპს „გურია ენერჯიმ“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიიღო. კომპანიამ თანხა აიღო, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. დაკავებულია შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი. დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება – ეს უკვე მეორე საქმეა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ეხება, იდენტური დანაშაულისთვის გასულ კვირას სუს-მა ხუთი პირი დააკავა.
სადამდე შეიძლება მივიდეს გამოძიება – ანა ბროლაძე მუშაობს თემაზე.