პრივატიზაციის გეგმა

18:32, 02.04.2026

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა 170 %-ით გადაჭარბებით შესრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 მილიონ 781 ათასი ლარი შეიტანა. სააგენტომ გამოაცხადა 112 ელექტრონული აუქციონი, გაიყიდა 68 ობიექტი. სამინისტროში აცხადებენ, რომ  სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესი გაგრძელდება და კერძო სექტორს, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას შესთავაზებენ.

მსგავსი