2026 წლის ბიუჯეტის განხილვა
პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია განიხილა და დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა კი – 36,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2026 წლისთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები. სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია პენსიების მატება და საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-ნი ზრდა. ასევე 20%-ით იმატებს საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასები. 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას, გახარიას გუნდის მხარდაჭერა არ აქვს. ფრაქცია საქართველოსთვის, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებს და აქცენტს ფასების ზრდაზე აკეთებს. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან ერთად, დეპუტატებმა პარლამენტის სხდომაზე, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტიც განიხილეს, რასაც დღესვე დაამტკიცებენ.