ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის ორი კვარტალის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 136%-ით შეასრულა.
აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 126 მილიონ 332 ათასი ლარის გადარიცხვა უზრუნველყო. შეგახსენებთ, რომ 2 კვარტალის საპრივატიზებო გეგმა 92 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა, შესრულებულია 59%-ით. საანგარიშო პერიოდში გამოცხადდა 463 ელექტრონული აუქციონი, ხოლო აუქციონის წესით 261 უძრავი ქონება გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 მილიონ 189 ათას 160 ლარი შეადგინა.