2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

15:20, 10.11.2025

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა. მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, შენიშვნების უმრავლესობა ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში აისახება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ორ კვირაში წარუდგენენ. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5 %-ან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 3 მილიარდი ლარით იზრდება და ჯამურად 35 მილიარდ ლარზე მეტია.

პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები. ამასთან დაგეგმილია პენსიების ზრდა და საჯარო სექტორში ხელფასების მატება. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.

მსგავსი