საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას მხარი დაუჭირა.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5 %-ან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ჯამურად 35 მილიარდ ლარზე მეტია ხარჯვითი ნაწილი. 2026 წელს პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურა. დაგეგმილია პენსიების ზრდა და საჯარო სექტორში ხელფასების მატება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა დეკემბერში უნდა დაამტკიცოს.