2026 წლის ბიუჯეტი

12:08, 12.11.2025

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები დღეს პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს. შენიშვნების უმრავლესობა ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში აისახება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ორ კვირაში წარუდგენენ. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 5 %-ან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 3 მილიარდი ლარით იზრდება და ჯამურად 35 მილიარდ ლარზე მეტია.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები. დაგეგმილია პენსიების ზრდა და საჯარო სექტორში ხელფასების მატება. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.

მსგავსი