2026 წლის ბიუჯეტი

15:15, 12.11.2025
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანო დეკემბერში დაამტკიცებს. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა წარადგინა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე პარლამენტის შენიშვნებს სამინისტროებთან აქტიურად განიხილავენ და ორ კვირაში  კორექტირებულ, საბოლოო ვერსიას წარადგენენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
დეპუტატები ძირითადად განათლების სექტორში კაპიტალური ხარჯებით, სოციალურად დაუცველების საკითხებით, პენსიებითა და ხელფასების ზრდით დაინტერესდნენ.  მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5 %-ან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 3 მილიარდი ლარით იზრდება და ჯამურად 35 მილიარდ ლარზე მეტია.  ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პრიორიტეტად რჩება ეკონომიკა,  ჯანდაცვა და სოციალური საკითხები. 
ამასთან, დაგეგმილია პენსიების ზრდა და საჯარო სექტორში ხელფასების მატება. 

მსგავსი