რა პერსპექტივა აქვს შუა დერეფნის განვითარებას – ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ მარშრუტში დიდია საქართველოს როლი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი.
უკრაინის ომის გამო შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე მითითებული სატრანსპორტო დერეფნის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია ევროკავშირის მხრიდან, რომელსაც დერეფანი სტაბილურობასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიასაც მოუტანს. რუსეთის მხრიდან ენერგორესურსებით მუდმივი შანტაჟის გამო შუა დერეფანი ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი ალტერნატიული მარშრუტი ხდება.
„მოამბე“ დაინტერესდა, რამდენად აქვს საქართველოს, როგორც დერეფნის შემადგენელ ნაწილს, კავკასიის ლოჯისტიკურ ჰაბად ქცევის და შესაბამისი ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობა.