საფრანგეთი და გერმანია კალასის უწყების რეფორმას ითხოვენ

რა ბედი ელის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყებას – ევროგაერთიანების დიპლომატიური სამსახურის რადიკალურ რეფორმას საფრანგეთი და გერმანია ითხოვენ.

გავრცელებული ცნობით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, საგარეო ქმედებათა სამსახურის და მისი უშუალო ხელმძღვანელის, კაია კალასის უფლებამოსილების შემცირება და ამ მანდატის ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის გადაცემა. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რეფორმირებაზე დისკუსიის გახსნას წინ უძღოდა კაია კალასის საჯარო პოზიციონირება, რამაც ევროპელი დიპლომატების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის მექსიკაში გაკეთებული განცხადება, რომელშიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პალესტინელების მიმართ ისრაელის დამოკიდებულება აპარტეიდის რასისტულ პოლიტიკას შეადარა. კიდევ ერთი საკითხი, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებას ეხება. პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლად კაია კალასი საკუთარ თავს განიხილავს, თუმცა ამ იდეით, როგორც ირკვევა ბრიუსელში არც თუ ისე მოხიბლულები არიან.