372 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკისგან 

მსოფლიო ბანკი შუა დერეფნის პროექტის, ქართული მონაკვეთის განვითარების პროცესში ერთვება.

გეგმაშია 400 მილიონამდე დოლარის გამოყოფა. ფინანსური რესურსი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლებას და კახეთში ახალი გზების და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობას უნდა მოხმარდეს. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. პროექტი საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ათწლიანი გეგმის პარალელურად განხორციელდება. ის მიზნად ისახავს შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და ჩვენს რეგიონში გადმომისამართებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას.

მსოფლიო ბანკის გეგმები საქართველოში – ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტი.