პარტია „მემარცხენე ალიანსმა“ ბრიფინგი გამართა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა. პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის დაგეგმილი ფინანსური მხარდაჭერა და ამ ფონზე საქართველოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ბრიფინგზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე. „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობების ფორმატს უნდა გადახედოს.