გახსნილი ტრანსნაციონალური დანაშაული

საქართველო, ამერიკა, პოლონეთი – სამი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით გახსნილია უკანონოდ მოპოვებული კრიპტოვალუტების გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული.

სამი ქვეყნის 100-მდე სამართალდამცავის მონაწილეობით სპეცოპერაცია საქართველოში რამდენიმე ადგილზე ჩატარდა. საუბარია 336 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტებზე, რომელთა გათეთრება 2022-25 წლებში მოხდა. საქმის ორი ფიგურანტი აჭარაში დააკავეს – მასალებში უცხო ქვეყნის ორივე მოქალაქეს უკანონო ვებ-გვერდის ადმინისტრატორებად ასახელებენ. მოპარული კრიპტოვალუტები, კონტროლირებადი საფულეები და ტრანზაქციის რთული ჯაჭვი – საგამოძიებო მასალების მიხედვით, უკანონო ვებ-გვერდს და სერვერს გამომძალველი პროგრამებისა და კიბერდანაშაულებრივი ფორუმისთვის იყენებდნენ. საქართველოში გაჩხრიკეს რამდენიმე სახლი, დაყადაღდა უძრავი ქონებები, ძვირადღირებული ავტომობილები, საბანკო ანგარიშები. 10 ივნისის მასშტაბურ ოპერაციას სამივე ქვეყნის შესაბამისი უწყებების მხრიდან ხანგრძლივი მზადება და არაერთი შეხვედრა უძღოდა წინ. ირკვევა, რომ საქმეს ჰყავს კიდევ ერთი ფიგურანტი, რომელიც ცხრა თვის წინ პოლონეთში აიყვანეს.

„აუდი ა 6“-ის სახელით მოქმედი ორგანიზებული ჯგუფის და ფულის გათეთრების მასშტაბური სქემის შესახებ ცნობები დღეს ხატია ჯამალაშვილმა მოიძია.