სტამბოლი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 108 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მასპინძლობს.
საზეიმო მიღება თურქეთის ისტორიული ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობა, ბაზილიკა „ცისტერნაში“ იმართება. მეგობარ ქვეყანაში იმყოფება საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი. ვიცე პრემიერი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საზეიმო მიღებას თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი, ქართული დიასპორა, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებას წინ უსწრებდა მნიშვნელოვანი მოვლენა. გუშინ სტამბოლში საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, სტრატეგიურლი პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები რეგიონული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდენენ.