სამმხრივი შეხვედრა – ერთობლივი განცხადებები

18:06, 08.06.2026

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას – სტამბოლის დეკლარაციას. სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა. „საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, საერთო ინტერესებისთვის კოორდინირებულად ვიმუშაოთ“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენდნენ. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრა თბილისში გაიმართება.

მსგავსი