საქართველოსა და ევროკომისიას შორის ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციური სპექტრი იმედს გამოთქვამს, რომ უვიზო მიმოსვლას საქართველოში საფრთხე არ დაემუქრება, თუმცა, მათი შეფასებით, თუ მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკის შედეგი იქნება. მმართველ გუნდში კი – ამბობენ, რომ 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა, ტექნიკური ხასიათის არის და მხარეები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების რეგულაციებს განიხილავენ.