შეხვედრა ბრიუსელში - გამოხმაურებები

სავიზო საკითხებზე ქართულ მხარესა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის ნაწილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ გაუმჯობესების ნაცვლად, ვიზების მიმართულებით მსგავსი მოცემულობა დადგა.

„ხალხის ძალა“ კი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზების შეჩერებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული შეხვედრა განპირობებულია იმით, რომ ევროკომისიამ შექმნილ ჩიხს თავი დააღწიოს. მმართველ გუნდში კი იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი უსამართლო დამოკიდებულებას შეცვლის.