სიახლე პროფესიულ განათლებაში

სიახლე პროფესიულ განათლებაში. პროფესიულ კოლეჯებში საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, უკვე აქვთ შესაძლებლობა, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლება და შესაბამისად, ატესტატთან გათანაბრებული დიპლომებიც მიიღონ.

პროფესიული განათლების სისტემაში ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება 2020 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში დაიწყება.

ინტეგრირებული სწავლებისთვის, სპეციალური პროგრამა შეიქმნა და ამ ეტაპზე, მომავალი პედაგოგებისა და კოლეჯების წარმომადგენელთა ტრენინგები მიმდინარეობს.