კოლეჯების განვითარების გეგმა – მინისტრის შეხვედრა საჩხერეში
პროფესიული განათლების სასწავლო კოლეჯების განვითარების გეგმებზე ისაუბრეს საჩხერის სოფელ ბაჯითში, კოლეჯ „სპექტრში“. განათლების მინისტრმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და პერსონალს შეხვდა. საუბარი შეეხო შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით პროფესიული პროგრამების განვითარებას, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შეთავაზებასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას. „სპექტრის“ აღნიშნული ფილიალი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით – შედუღება, ელექტრობა, ხის მხატვრული დამუშავება და ავეჯის კონსტრუირება.