ცვლილებები განათლების შესახებ კანონში – განხილვა კომიტეტზე

15:21, 17.04.2026

ცვლილებები შედის უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონში. ინიციატივაზე განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების 3+1 მოდელზე გადასვლას. აქცენტი გაკეთდა ე.წ. დიპლომების ამნისტიის თემაზე. საუბარია 2010 წლამდე გაცემულ დიპლომებზე. კიდევ ერთი საკითხი უცხოეთის სკოლებიდან ქართულ სკოლებში გადმოსული მოსწავლეების ქულების აღიარებას ეხება. სამინისტროს ინიციატივით, ამ ქულების აღიარებას თავად ქართული სკოლები გააკეთებენ.

მსგავსი