განათლების მინისტრის ვიზიტი ამერიკაში

12:18, 17.04.2026

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას განათლების სისტემაში, მათ შორის – პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრეს განათლების მინისტრმა და ფონდის წარმომადგენელმა ამერიკაში. მხარეებმა საქართველოსა და ფონდს შორის მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში გაიმართება.

მსგავსი