ცვლილებები ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

12:19, 17.04.2026

ცვლილებები შედის უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონში. მსჯელობა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე 14:00 საათზე დაიწყება. კანონპროექტების თანახმად, უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ფუნქცია სრულად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცემა, ინიციატივა არ გავრცელდება ატესტატის აღიარების შემთხვევაში. სახელმწიფოს მიერ აღიარებული იქნება 2010 წლის პირველ სექტემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. ცვლილებები შედის კრედიტებთან დაკავშირებითაც.

მსგავსი