„სქილვილის“ ახალი კამპუსი 

კოლეჯ „სქილვილის“ ახალი კამპუსი გაიხსნა თბილისში. ეს „სქილვილის“ მეორე შენობაა ბათუმის შემდეგ, რომელშიც სწავლა ტექნოლოგიურ პროფესიულ განათლების მიმართულებით იქნება. პრეზენტაციაზე მომავალ  გეგმებზეც ისაუბრეს რომლის  მიხედვითაც „სქილვილის“ დამფუძნებლები მომავალი ორი წლის განმავლობაში კიდევ 10 კოლეჯის აშენებას გეგმავენ სხვადასხვა რეგიონებში. საერთო ჯამში კი მიზანია საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება. დღევანდელ პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „სქილვილის“ ახალი კამპუსის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ასევე პარლამენტის წევრებო და ქალაქის მერი კახა კალაძე.