გამოსაშვები ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების ცენტრის 2024-2025 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დიპლომები 467 კურსდამთავრებულს გადაეცა. თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრში თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები 18 პროფესიულ პროგრამაზე სწავლობენ. სტუდენტებს შორის არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.