„უნარების ეკოსისტემის ტრანსფორმაციის“ შემაჯამებელი ღონისძიება 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტომ საგრანტო პროექტის – „უნარების ეკოსისტემის ტრანსფორმაციის“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაციის 3-წლიანი საგრანტო პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანი სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაა.