პროფესიული განათლების მხარდასაჭერად თბილისში კვირეული დაიწყო.
საქართველოში 17 ქვეყნის პროფესიული სკოლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს ეცნობიან და ქართულ მხარეს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მშენებლობა, ინჟინერია და მოდის დიზაინი ის სამი მიმართულებაა, რაც, ბოლო კვლევების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი სფეროებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მითითებული პროგრამების კურსდამთავრებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი სწავლის დასრულებისთანავე საქმდება.
როგორ უნდა მოხდეს ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე გადამზადება და რა რეკომენდაციები აქვთ უცხოელ კოლეგებს იმ ქვეყნისთვის, სადაც პროფესიული კადრების სიმცირეს ბიზნესი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს – თეონა მაჭარაშვილი აშუქებს კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს.