სიახლე ეროვნულ გამოცდებზე

21:43, 26.02.2026

სიახლეა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც უმაღლესთან ერთად პროფესიული განათლების მიღებაც სურთ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირების წესში ცვლილებებია. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სასურველი უმაღლესი სასწავლებლების მონიშვნის გარდა პროფესიული კოლეჯი და შესაბამისი სასწავლო პროგრამაც მიუთითონ. თუ აბიტურიენტი უნივერსიტეტში ვერ მოხვდება, ის მითითებულ პროფესიულ სასწავლებელში ავტომატურად ჩაირიცხება. სწორედ პროფესიული განათლების განვითარება და მაქსიმალური ხელშეწყობა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად ცხადდება. შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით, რომლის საფუძველზეც ცოტა ხნის წინ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების და სასწავლო პროგრამების კვოტები დადგინდა, უმეტეს შემთხვევაში პროფესიული კადრების დეფიციტია და ეს მაშინ, როცა უნივერსიტეტების ფაკულტეტების დიდი ნაწილის კურსდამთავრებულებსა და ბაზრის მოთხოვნებს შორის მკვეთრი დისბალანსი ფიქსირდება.

მსგავსი