თემატური ახალგაზრდული ბანაკი კახეთში 

თემატური ახალგაზრდული ბანაკი განახლდა კახეთში. განათლების პოლიტიკის ფარგლებში, პროექტის ორგანიზატორები ახალგაზრდებს შეხვდნენ. მომხსენებლებმა პროფესიული განათლებისა და განათლების რეფორმის ირგვლივ ისაუბრეს. ბანაკის მიზანი არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაციაა. 2025 წლის გაზაფხულზე თემატურმა ბანაკმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, რვა ნაკადად 1000-მდე სტუდენტს უმასპინძლა.