პროფესიული გადამზადების პროგრამების პრეზენტაცია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მეცხოველეობის შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი, სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული და დაფინანსებული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამების მიზანია რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი მესაქონლეობის სასწავლო კურსების დანერგვა და ადგილობრივი ფერმერების პროფესიული კომპეტენციის ამაღლება. თეორიული სწავლება ჩატარდება კოლეჯში „ერქვანი“, ხოლო პრაქტიკული კურსი – კომპანია „ბლაუენშტაინის“ საფერმე და საწარმოო ბაზაზე. პრეზენტაციას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მაჟორიტარი დეპუტატები, სოფლის რწმუნებულები და პროექტით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.