პროფესიული განათლება სკოლებში
20 სკოლა, სადაც გაკვეთილებთან ერთად, მოსწავლეებს ლექციები უტარდებათ და სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან – ამის შესაძლებლობას პროფესიული უნარების სააგენტოს საგანმანათლებლო პროექტი იძლევა. სკოლასთან ინტეგრირებულ კოლეჯებში შესასწავლი პროფესიები, კონკრეტულ რეგიონებში გადასანაწილებლად, ადგილობრივი საჭიროებებისა და დასაქმების შესაძლებლობის გათვალისწინებით შეირჩა. მოსწავლეები ატესტატთან ერთად, პროფესიულ დიპლომსაც მიიღებენ. ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დასაქმების საშუალებას იძლევა.
ნატა ტაბიძის, ჟანა დიდებაშვილისა და გიორგი ბაზერაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები