პროფესიული მომზადების ცენტრში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2025 წლის კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანი, პროფესიული განათლების, როგორ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაციაა. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი ათასწლეულის ფონდის ინიციატივით ჩატარდა. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. კონკურსი განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.